კაციტაძის უწყებამ ელისაშვილის ცემის კადრები გაშიფრა - გაბედავენ თუ არა მოძალადე პოლიციელების დაკავებას?
ალეკო ელისაშვილის ცემის საქმეში პოლიცილების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება "ტვ პირველის" მიერ გადაღებული კადრებია. დეპუტატმა გამომძიებლებთან ერთად ეს ვიდეომასალა კოკა კაციტაძის უწყებაში გაშიფრა. ელისაშვილმა საგამოძიებო სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ ყველა მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან "პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ყველას სახე გარკვევით ჩანს.
ახლა მთავარია, გაბედავს თუ არა კოკა კაციტაძე გომელაურის თანამშრომლებს ხელბორკილები დაადოს. პოლიციელებს, სავარაუდოდ, გამოკითხვაზე დაიბარებენ, თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცედურა მხოლოდ ფორმალობა იქნება.
ამის თქმის საფუძველს შს მინისტრის განცხადება იძლევა. გომელაურმა ელისაშვილზე კითხვები დღეს თავიდან აირიდა და ხელი გამოძიებისკენ გაიშვირა." ვერ ვხედავ, არ მესმის" - დაახლოებით ასეთი პასუხი ჰქონდა თბილისის მერს, როდესაც ჩვენმა ჟურნალისტმა მას დეპუტატის ცემის კადრები აჩვენა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.