დიახ, ვეთანხმები და სწორია - გომელაური რუსულ კანონზე
"მკითხეს, კანონს ეთანხმები თუ არაო. მე შინაგან საქმეთა მინისტრი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები," - ამის შესახებ შს მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.
გომელაური თვლის, რომ რუსული კანონის მიღება გამჭვირვალობას სჭირდება.
მკითხეს, კანონს ეთანხმები თუ არაო. მე შინაგან საქმეთა მინისტრი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. დიახ, ვეთანხმები და სწორია. ჩვენ, ყველა, მათ შორის, სამინისტროები თუ ვალდებული ვართ, რომ შემოწმდეს, ფულს რაში ვხარჯავთ, მათაც დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. ამ კანონს ჩემი ახსნა აღარ სჭირდება," - განაცხადა გომელაურმა.