პრეზიდენტის წინააღმდეგ "ოცნების" კამპანიას კრემლიც უერთდება - ლავროვი ზურაბიშვილს აკრიტიკებს
"ქართულ ოცნებას" სერგეი ლავროვი იცავს. ივანიშვილის პარტიის კამპანიას საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ კრემლიც უერთდება. სალომე ზურაბიშვილს თავს პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრი ესხმის. ის იმეორებს "ოცნების" ლიდერების რიტორიკას და ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტმა ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად აქცია. ლავროვი არ მალავს რუსული კანონით აღფრთოვანებას და მის მეორედ შემობრუნებას ზუსტად მდინარაძის და კობახიძის მსგავსად ამართლებს.
"ქართული ოცნება" და რუსეთი წყობიდან სალომე ზურაბიშვილის აქტიურობამ გამოიყვანა. საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო მედიას ძალიან ევრს ესაუბრება, იმისთვის, რომ ყველას გააგებინოს, რა ხდება საქართველოში. პრეზიდენტი უკვე აღარ ერიდება ღიად თქვას, რომ კანონი, რომლის გატანასაც ცდილობენ, არის რუსული, "ქართული ოცნება" კი ქართველი ხალხის კოშმარად იქცა.
პარალელურად, არ წყდება განცხადებები დასავლეთიდან. კრემლის და "ოცნების" გარდა ყველა რუსულ კანონს აპროტესტებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.