"კელი დეგნანი აგენტია" - "ოცნების" ახალი კამპანია აშშ-ს ყოფილი ელჩის წინააღმდეგ
"კელი დეგნანი აგენტია" - ამერიკის ყოფილი ელჩის წინააღმდეგ "ოცნებამ" ახალი კამპანია დაიწყო. დიპლომატის უმწვავესი შეფასებების გამო წყობიდან გამოსულმა მმართველმა გუნდმა დეგნანი მთელი მონდომებით ლანძღა. ხან გლობალური ომის პარტიის მოკავშირე ეძახეს, ხან კი საქართველოს ინტერესების მოღალატე. შემდეგ შეთქმულებების თეორიები შემოგვთავაზეს, ოღონდ ეს ყველაფერი ლიდერებმა ვერ გაბედეს. წინა ხაზზე ირმა ზავრადაშვილი და ეკა სეფაშვილი გამოუშვეს.
ყოფილი ელჩის უმწვავესი შეფასებების წაკითხვა "ოცნებისთვის" განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. დიპლომატი, რომელმაც საქართველოში ბევრი წელი იცხოვრა, "ოცნებას" კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს.
დეგნანმა "ქართული ოცნების" სქემა გაშიფრა და პირდაპირ თქვა, რომ რუსული კანონის შემობრუნებით ხელისუფლება არჩევნებისთვის ველს ასუფთავებს, რადგან საერთაშორისო მისიები ქვეყანაში არ დაუშვას. ყოფილი ელჩი არ ერიდება თქვას, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.