სადამსჯელო ოპერაციიდან პარლამენტის ტრიბუნასთან - შს მინისტრი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა
სადამსჯელო ოპერაციიდან პარლამენტის ტრიბუნასთან - დღეს უმრავლესობის სრული შემადგენლობა ვახტანგ გომელაურის დაცვისთვის იყო მობილიზებული. ოპოზიციას მიკროფონებს უთიშავდნენ, დარბაზიდან აძევებდნენ და ადგილებიდან ლანძღავდნენ. ამ მეთოდებით ცდილობდა "ოცნება" დღეს იმ კრიტიკის ტალღის ჩახშობას, რომელიც მინისტრის გამოსვლას მოჰყვა. სასტიკად ნაცემი ახალგაზრდები, პოლიტიკოსები და რუსულ ომონად ქცეული ქართული სპეცრაზმი - 16-17 აპრილის მოვლენებმა დღეს ყველაფერი გადაფარა.
გომელაურს არ სჯერა, რომ აქტივისტების ცემის ბრაძანებებს სპეცრაზმის შეფი ზვიად ხარაზიშვილი გასცემდა. მინისტრი დღეს ბოლომდე გადაეფარა განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ხარებას და მისი დაცვა სცადა. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ გომელაური არ აპირებს დასაჯოს პოლიციელები, ვინც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ქუჩა - ქუჩა დასდევდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ. მინისტრი ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ეს სტდანდარტული ფრაზაა, რაც იმას ნიშნავს, გამოძიებული არაფერი იქნება. ყველა პოლიციელი კი , რომელიც მომიტინგეებზე ძალადობდა, თვის ბოლოს ხალხის ცემისთვის სოლიდურ პრემიას მიიღებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.