სააკაშვილი: რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება

19.04.24 19:41
სააკაშვილი: რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება

"რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

სააკაშვილი ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება. 

პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის. ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები. 

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება. 

ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს. 

გადამწყვეტი ბრძოლის დროა!” - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.

ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს - ამ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.

 

მსგავსი სიახლეები