არა რუსულ კანონს! - ხელოვანების პროტესტი არ წყდება
რუსული კანონის წინააღმდეგ ხელოვანების პროტესტი გრძელდება - ამჯერად ტრანსფარანტი "არა რუსულ კანონს!" - სცენიდან "თეატრი ათონელის" მსახიობებმა გაშალეს.
სპექტაკლი "ფინალი დისნეის" მსახიობმა სცენაზე ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
კიდევ ერთი თეატრი, რომელიც საპროტესტო მოწოდებებს შეუერთდა - "სახელოსნო 42"-ია. "არა რუსულ კანონს!" - ეს იყო დასის მთავარი სათქმელი. ქვეყანაში არ დარჩა არცერთი სახელოვნებო სფერო, რომელიც პროტესტს ხამამაღლა და საჯაროდ არ გამოხატავს. "ბრძოლა გრძელდება - ძალა ერთობაშია" - ეს ბანერები ახალი თეატრი სცენაზე გაიშალა. საყოველთაო პროტესტს შეურთდა "რედ ვალენტინოს" სახეც.
მატილდა გვარლიანი სოციალურ ქსელში იმ ხალხს უხდის მადლობას, ვინც ქუჩაში მომავალს იცავს.