ფატალური შეცდომების გამოსასწორებლად ერთადერთი გამოსავალი დარჩა - გახარია ივანიშვილს აფრთხილებს
"ივანიშვილს აქვს შესაძლებლობა, გამოასწოროს ის ფატალური შეცდომები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვა", - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება ერთადერთი გზაა, რითაც ოლიგარქს დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეუძლია.
"თუ "ოცნება" მოიპარავს ხალხის ნებას, საზოგადოებაში დაძაბულობა გაიზრდება", - დასძენს საქართველოს ყოფილი პრემიერი და ხალხს მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ივანიშვილს აქვს ერთადერთი შესაძლებლობა, გამოასწოროს ის ფატალური შეცდომები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვა, ეს გახლავთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნები ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში არის კრიზისები განმუხტვის შესაძლებლობა. რასაც, სამწუხაროდ, დღეს "ოცნება" და ივანიშვილი აკეთებენ არის ის, რომ ამ კრიზისებს კიდევ უფრო ამწვავებენ. ამიტომ ვუსვამ მე ხაზს სამოქალაქო სიმშვიდის და სამოქალაქო მშვიდობის აუცილებლობას, რადგან თუ ივანიშვილი და "ოცნება" ვერ მოახერხებენ, არ მოახერხებენ, მოიპარავენ ხალხის ნებას, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობა საზოგადოებაში უფრო გაიზრდება", - ამბობს გახარია.