"ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ქმნის - გიორგი გახარია

19.04.24 23:37
"ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ქმნის - გიორგი გახარია

ჩვენი მთავარი მიზანია, ამ არჩევნებამდე მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის, ამიტომ საჭიროა, მოქალაქეებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ და ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ.

ჩვენი, როგორც მოქალაქეების მთავარი მიზანია, მიუხედავად "ოცნების" ყოველდღიური პროვოკაციებისა, არჩევნებამდე მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე. სამოქალაქო დაპირისპირების რისკს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე ვხედავ. ამ რისკს, პირველ რიგში, "ოცნება" ქმნის. დღეს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ვერ გეტყვით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად რა უფრო დამაზიანებელი იქნება, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების განვითარება, თუ არჩევნებამდე მისვლა ისე, რომ მაგალითად "ოცნებას" კიდევ აქვს შანსი იმისა, რომ 30%-ს მიაღწიოს და კოალიციური მთავრობის მნიშვნელოვანი ნაწილი წაიღოს", - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები