20 ივნისის ტრაგიკული საათების მიზეზი ეს ვაჟბატონი (კობახიძე) იყო - გახარია "ოცნებას" "ენაზე კბილის დაჭერას" ურჩევს

20.04.24 00:15
20 ივნისის ტრაგიკული საათების მიზეზი ეს ვაჟბატონი (კობახიძე) იყო - გახარია "ოცნებას" "ენაზე კბილის დაჭერას" ურჩევს

"ენას კბილი დააჭირეთ"- ასე მიმართა ექსპრემიერმა "ქართული ოცნების" ბოსებს, რომლებიც გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამეს ახსენებენ. 

"მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების ეს ვაჟბატონი იყო" - ამბობს გახარია ირაკლი კობახიძის საპასუხოდ. 

საუბარია, მოქმედი პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც 15 აპრილს მოქალაქეების დარბევის შეფასებისას ირაკლი კობახიძემ გააკეთა: 

  • "შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა"

"მეტის ღირსი ვარ!"- თქვა გიორგი გახარიამ. 

მე მეტის ღირსი ვარ, რომ პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმ ბიჭების, რომლებიც მაშინ ითმენდნენ სამი საათი თავდასხმებს იმისთვის, რომ ეს "ოცნება" გადაგვერჩინა, მაგრამ მაშინ ჩვენ ეს ყველაფერი ხელისუფლების დასაცავად და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად გავაკეთეთ. რას ჭორაობას ახლა ეს ბიჭი, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მიზეზი 20 ივნისის ტრაგიკული საათების ეს ვაჟბატონი იყო. "ოცნებას" ვურჩევ, რომ ენას ცოტა კბილი დააჭირონ. მესმის, ბელადი რომ დაგავალებს, ყველაფერი უნდა გაიმეორო და ამ სისულელეებს ტლიკინებენ, მაგრამ არა უშავს, მოვა მაგის დროც", - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები