"ბრძოლა იქნება ბოლომდე" - სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ისევ რუსთაველზე იდგებიან

20.04.24 11:17
"ბრძოლა იქნება ბოლომდე" - სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ისევ რუსთაველზე იდგებიან

სტუდენტები დღეს 7 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე იდგებიან. ახალგაზრდები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ და ამბობენ, რომ წინაპრების მოპოვებულ თავისუფლებას არაფრის ფასად არ დათმობენ.

წარმოუდგენელი ტალღა აგორდა. არათუ ხელისუფლებისთვის, არამედ ჩვენთვისაც კი არ იყო პროგნოზირებადი, რომ ასე შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ბრძოლა იქნება ბოლომდე ნამდვილად. დავიფიცეთ მათი სახელების წინაშე მემორიალთან. ეს იყო იმის გამოხატვა, რომ არც ერთი წამით არ ვაპირებთ ჩვენი წინაპრების მონაპოვარის დათმობას, იმ მონაპოვრის, რასაც ჰქვია თავისუფლება", - ამბობს სტუდენტი. 

"არა რუსულ კანონს" - ამ მოწოდებით დღეს ზუსტად შვიდ საათზე, ქუჩაში ისევ ათასობით მოქალაქე გადის. შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირია. ორგანიზატორები და ახალგაზრდები წინააღმდეგობას და უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

მსგავსი სიახლეები