რა უფლებით არ უშვებთ სტუდენტებს 🇬🇪🇪🇺დროშებით? რატომ კითხულობს ლექციებს რუსული კანონების ავტორი კობახიძე? - მეტრეველი თსუ-ს

20.04.24 13:09
რა უფლებით არ უშვებთ სტუდენტებს 🇬🇪🇪🇺დროშებით? რატომ კითხულობს ლექციებს რუსული კანონების ავტორი კობახიძე? - მეტრეველი თსუ-ს

რა უფლებით არ უშვებთ სტუდენტებს 🇬🇪🇪🇺დროშებით? რატომ კითხულობს დღემდე ლექციებს რუსული კანონების ავტორი კობახიძე? - ამ კითხვებით მიმართავს "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.

მეტრეველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ხაზგასმით წერს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი "ოცნების" საშტაბო ოფისი არაა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University გააკეთეთ განცხადება და გაეცით პასუხი სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს - რა უფლებით არ უშვებენ შენობაში სტუდენტებს 🇬🇪🇪🇺დროშებით? რატომ კითხულობს დღემდე ლექციებს რუსული კანონების ავტორი ირაკლი კობახიძე? ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ოცნების საშტაბო ოფისი არაა❗️
#არარუსულკანონს", - წერს დეა მეტრეველი.

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს დღეს პრემიერმა ლექტორმა დაცვის თანხლებით ჩაუარა გვერდით, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების პროტესტი სულ უფრო დიდ მასშტაბებზე გადის. 

მსგავსი სიახლეები