ვისი დამსახურებაა ეს? - რას ეუბნება ღარიბაშვილი აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს
ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას "ამადლის" და ამბობს, რომ ეს "ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მონაპოვარია.
ყოფილ პრემიერს ისრები კვლავ წინა ხელისუფლებისკენ გადააქვს და ამბობს, რომ 2012 წლამდე ევროპაში მხოლოდ მმართველი ელიტა დაფრინავდა.
მხოლოდ ეს ჰქონდა დღეს "ოცნების" თავმჯდომარეს იმ ახალგაზრდებისთვის სათქმელი, რომლებიც რუსულ კანონს აპროტეტსტებენ და ყოველ დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან და აქვთ განცდა, რომ ხელისუფლება მათ არ უსმენს.
დღეს ქვეყანაში არის დემოკარტია. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა ხელშესახები ევროპული შედეგი, ეს ძალა არის "ქართული ოცნება". თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ეს არის ჩვენი პარტია. ამ ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, მხოლოდ მმართველი ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ისინი იყვნენ გაპარპაშებულები. ვინ მოიტანა ეს შედეგი, ვისი დამსახურებაა რომ დღეს შეგიძლიათ ევროპაში გაფრენა. ეს მოიტანა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა. მე არ მივიღებ შენიშვნას, რომ ჩვენ რაიმე დავაკელით ქვეყანას. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ დღეს ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი", - ამბობს ღარიბაშვილი.