"ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვთ" - ღარიბაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობოებზე

20.04.24 14:35
"ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვთ" - ღარიბაშვილის მორიგი იერიში არასამთავრობოებზე

ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ვინც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება, ასეთ ძალას დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.

ყოფილმა პრემიერმა დღევანდელი სარეგიონე ტურნე კვლავ არასამთავრობოებზე თავდასხმით დაიწყო.

"ოცნების" თავმჯდომარე კვლავ ამტკიცებდა, რომ არასამთავრობოების ფული მიემართებოდა და მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის.

მისი იერიშის ერთ-ერთი ადრესატი, დღეს "სირცხვილიაც" გახდა.

გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება მას და ასეთ ძალას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. მე არაერთხელ მითქვამს მათთვის, არ მომწონს და არ მოგვწონს ჩვენ, რომ თქვენი სახელმწიფო ორგანიზაციები და ფონდები აფინანსებენ ამ რადიკალური დღის წესრიგის მქონე არასამთავროებს. ცუდ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ. ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი, რომ ეს ფული მიემართებოდა და მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული, ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის. როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის. ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ცნობილი ორგანიზაციები, "სირცხვილია" და სხვები, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას და ამ ფულს იყენებდეს მთავრობის, ხელისუფლების, ხალხის წინააღმდეგ. შემოჰქონდათ შფოთვა, ქაოსი. ეს არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

თუ ეს ფული ხმარდება კეთილ საქმეებს და ბევრი მაგალითი არსებობს ამის. მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, რადგან ბევრი ენჯეო ვიცით, რომელიც შეიძლება, მართლა კარგ საქმეს აკეთებს და მე მივესალმები მათ საქმიანობას. არიან ორგანიზაციები, რომლებიც შშმ პირების უფლებებს იცავენ და მე მათზე არ მაქვს საუბარი. შენიღბული ორგანიზაციები, რომლებიც არიან აქტიურად დე ფაქტო ყველაზე რადიკალური პოლიტიკური პარტიის სატელიტები, რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა არ არის გამჭვირვალე და ისინი ახდენენ დისკრედიტაციას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების", - ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები