კაცმა თავი გადადო ჩვენი ქვეყნისთვის - ღარიბაშვილის ქებათა-ქება ივანიშვილს
"ოფშორების კანონზე" დასმულ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა თავი აარიდა - კანონზე, რომელიც მმართველმა პარტია ბიძინა ივანიშვილის ქონების იტერესებს მოარგო "ოცნების" თავმჯდომარე არ საუბრობს, სამაგიეროდ გადაყენებულ მინისტრს არ დაუზოგავს თავი, რომ ოლიგარქისთის ხოტბა შეესხა.
ყოფილი პრემიერმა ივანიშვილს ქართველი ხალხისა და ქვეყნის სისხლიანი რეჟიმისგან გათავისუფლების გამო მადლობა გადაუხადა
"ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა და "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა" - ამტკიცებს ღარიბაშვილი და ამავდროულად იერიში "ნაციონალურ მოძრაობაზე" მიაქვს.
ბიძინა ივანიშვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ჯიბიდან სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში. კაცმა თავი გადადო და ეს საშინელი რეჟიმი მოაშორა. გაათავისუფლა ჩვენი ხალხი ჩაგვრისგან და უბედურებისგან. ეს რომ არ გაეკეთებინა 2012 წელს, დღეს ქვეყანა არ გვექნებოდა. ხელისუფლებაში ბატონი ბიძინა და "ქართული ოცნება" რომ არ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. დღეს იქნებოდა ისევ ეს მანიაკი, თქვენი ლიდერი სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა უბედურება, არც უვიზო რეჟიმი გექნებოდათ, არც ევროპული ინტეგრაცია და არც სტატუსი. გექნებოდათ განადგურებული ქვეყანა", - ამბობს ღარიბაშვილი.