დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - ღარიბაშვილი
"დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ არის კონსენსუსი ამაზე" - ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის.
მძიმე განცხადება გადაყენებულმა პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და დასავლეთს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა.
ირაკლი ღარიბაშვილის ულტიმატუმი დასავლეთს - ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა "ოცნების" მხრიდან მარტივად მოხდება.
დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ამდენი პრობლემებია. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვაც, ახლის მიღებაც და შეცვლაც, ამიტომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის", - ამბობს ღარიბაშვილი.