პატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება
პატარა გადაცდომა და ყველა მკაცრად დაისჯება - ირაკლი ღარიბაშვილი აქციის მონაწილეებს ემუქრება.
"ოცნების" თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულებს ურჩევს "რაიმეს მოწყობის" ილუზია არ ჰქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მკაცრ სასჯელს უანონსებს.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ნურავის ნუ გექნებათ ილუზია, რომ ვინმე აქ რაიმეს მოაწყობს, პატარა გადაცდომა იქნება და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. ვიმეორებ, პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, ხოლო ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებზე. არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე და კითხვა არ დარჩება. ქვეყანა გააგრძელებს კეთილდღეობას, მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას", - ამბობს ღარიბაშვილი.