მადლობა გომელაურს - ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ აქციაზე პოლიციამ პროცესები ღირსეულად მართა

20.04.24 14:57
მადლობა გომელაურს - ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ აქციაზე პოლიციამ პროცესები ღირსეულად მართა

არცერთი სიტყვა დაზარალებულ და ნაცემ აქტივისტებზე - ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ პროცესები ღირსეულად მართა და ერთი სიტყვაც კი არ წამოცდენია სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე.

მეტიც, საქართველოს გადაყენებულმა პრემიერმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და პოლიციას აქციაზე გაწეული სამუშაოსთვის გულითადი მადლობა გადაუხადა.

მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები, - ამბობს ღარიბაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები