"გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების დადებული ფიცი" - ღარიბაშვილისთვის ყველა კვალი ენმ-მდე მიდის

20.04.24 15:18
"გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების დადებული ფიცი" - ღარიბაშვილისთვის ყველა კვალი ენმ-მდე მიდის

გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების დადებული ფიცი ირაკლი ღარიბაშვილს უბრალო პერფორმანსად მიაჩნია და ამტკიცებს, რომ ჩვენი მომავალი თაობის უმრავლესობა, ვინც ჩვენს წინაპრებს დაჰპირდა, რომ მათი მონაპოვარი თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელები იყვნენ.

„ამ პერფორმანსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რაც ვნახე კადრები, არის იგივე „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელები და მათი ლიდერები. მინდა ყველა ახალგაზრდას მივმართო, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს და არ მიეკუთვნებიან რომელიმე პარტიას, ამ ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი და არა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთაზე, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, ეს არ უნდა გასცდეს გამოხატვის ჩარჩოებს და გადავიდეს ძალადობაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ახალგაზრდები 19 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ მარშით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს და ბოლოს გმირთა მემორიალთანაც მივიდნენ. მშვიდობიანმა მომიტინგეებმა დაღუპული გმირების წინაშე ფიცი დადეს და მათ აღუთქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი ძალისხმევით დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები