"ოცნება" ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს, რუსული არ არის

20.04.24 15:25
"ოცნება" ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს, რუსული არ არის

"ოცნება" ცდილობს, საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნოს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს არ არის რუსული - ამის შესახებ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა.

გადაყენებულმა პრემიერმა თქვა, რომ ამ საკითხის ირგვლივ გუშინ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

პროცესი გრძელდება - აუცილებელია დიალოგი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან. ეს უნდა იყოს ცოცხალი პროცესი. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, პარლამენტს - ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. უნდა ვესაუბროთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები