შეხვედრა რუსული კანონის წინააღმდეგ - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები სამოქმედო გეგმას განიხილავენ
ამ წუთებში თბილისის მარიოტში ოპოზიციის, ცნობილი ადამიანებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული შეხვედრა მიმდინარეობს.
პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მსჯელობენ.
ერთადერთი, რასაც ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ეს ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. ამიტომ შეკრებილები პირდაპირ ამბობენ, რომ დროა, ხალხის ხმა მკაფიოდ ისმოდეს და საზოგადოებამ მტკიცედ უთხრას უარი რუსულ კანონს.
ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს, რამდენად მკაფიოა ქართველი ხალხის ნება და განაცხადი, რომ საქართველოს არ შეიძლება, ჰყავდეს რუსული ინტერესების გამტარი ხელისუფალი, ის ძალიან მწარედ ცდება. ცვლილება გარდაუვალია. ქართველ ხალხს სჭირდება ხელისუფლება და ქართველი ხალხი იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც მის ხმას გაიგონებს, რომელიც მის ნებას დაემორჩილება და რომელიც წაიყვანს ქვეყანას იქ, სადაც არის საქართველოს დამსახურებული ადგილი", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.