მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი "ქართულ იდენტობას ებრძვის"

20.04.24 15:59
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი "ქართულ იდენტობას ებრძვის"

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ გმირთა მემორიალთან დადებული ფიცი ქართულ იდენტობას ებრძვის.

მდინარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ტექსტი, რომელიც გმირთა მემორიალთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გუშინ წარმოთქვეს.

"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვების შეცვლით ჩვენს სარწმუნოებას დაარტყეს.

ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ახალგაზრდები 19 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ, შემდეგ მარშით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს და ბოლოს გმირთა მემორიალთანაც მივიდნენ.

მშვიდობიანმა მომიტინგეებმა დაღუპული გმირების წინაშე ფიცი დადეს და მათ აღუთქვეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი ძალისხმევით დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები