საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა იზრდება - "ქართული ოცნების" ინიციატივა

20.04.24 16:13
საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რაოდენობა იზრდება - "ქართული ოცნების" ინიციატივა

შესაძლოა, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა მიეცეთ - ამის შესახებ ინიციატივას "ოცნება" პარლამენტს მალე წარუდგენს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინებების ხარჯები ანაზღაურებადი გახდება.

დღეს მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხვი საჯარო დაწესებულებების მთლიანი საშტატო რაოდენობის 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, თუმცა ცვლილებებით ეს რიცხვი 20%-მდე გაიზრდება.

ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. 

წყარო - "რადიო თავისუფლება".

მსგავსი სიახლეები