"ოცნებას" სურს, რომ "ოფშორების კანონით" ქვეყანა კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს - ნაცვლიშვილი

20.04.24 16:56
"ოცნებას" სურს, რომ "ოფშორების კანონით" ქვეყანა კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს - ნაცვლიშვილი

"ოფშორების კანონით" "ოცნებას" სურს, რომ ეს ქვეყანა ივანიშვილისა და კრემლის დაკვეთით გადააქციოს "შავი", კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ", - ამის შესახებ განცხადება "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, "ოფშორების კანონის" დამტკიცება ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები რუსული ინტერესების "მომსახურების სააგენტოდ" იქცნენ.

ეს კანონი პირდაპირ გაუხსნის გზას საქართველოში კრიმინალური, „შავი“ ფულის და კაპიტალის გადმოსვლას „ოფშორებიდან“. ცინიზმიც აღარ არის უკვე, რომ გამჭვირვალობის დროშის ქვეშ დადგმული სპექტაკლის დროს, „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც ისედაც გამჭვირვალე სექტორის გამჭვირვალობაზე ჰქონდა გამართული მთელი დეზინფორმაციული კამპანია, ამ დროს ყველაზე უფრო გაუმჭვირვალე სივრციდან - „ოფშორებიდან“ საქართველოში ფულის შემოსვლას და გარეცხვას შექმნა კონკრეტული კანონპროექტი. ეს ადასტურებს, რომ ისევე როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, პარლამენტის უმრავლესობაც გადაქცეულია ერთი რუსული ოლიგარქის და რუსული ინტერესების სწრაფად მომსახურების სააგენტოდ, ეს არ არის ის, რასაც ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები