83 დეპუტატს, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა, უნდა მივცეთ შანსი, გადაწყვეტილებას გადახედონ - ქეთათო
თბილისი მარიოტში ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა, რომელშიც მედიკოსები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებიც მონაწილეობდნენ.
პროდასავლურ ოპოზიციისა და ენჯეოების ორგანიზებულ შეხვედრაზე ყველა შეთანხმდა, რომ ახლა მთავარი მიზანი რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელდება უნდა იყოს, რადგან მათი შეფასებით, ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ საქმეშია ჩართული.
შეხევდრას ესწრებოდა მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი. მისი თქმით, იმ 83 დეპუტატს, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა უნდა მივცეთ შანსი, რომ თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ. "შეცდომები შეიძლება გამოსწორდეს" - ამბობს ქეთათო.
რამდენიმე განსხვავებული აზრი იყო ამ შეხვედრაზე, რასაც ვისმენდი და ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე ამ პროცეს ასე დავყოფდი. ერთია, რომ წინ არჩევნები გველოდება და არჩევნებისთვის მზადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და წესით უნდა იყოს უკვე დაწყებული, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ასეთი კანონი შეიძლება შემოვიდეს და დამყარდეს ისეთი რეჟიმი, რომელსაც ვეღარაფერი წინ ვეღარ აღუდგება, რაღა არჩევნებზეა ამის შემდგომ საუბარი. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ვარ ადამიანი, რომელსაც გული მტკივა და ვღელავ ხვალინდელ და დღევანდელ დღეზეც. ვთვლი, რომ პირველ ყოვლისა, კანონი დაუშვებელია, არ უნდა იქნეს მიღებული და ყოველგვარი აგრესიის და წყევლა-კრულვის გარეშე ის 83 ადამიანი, რომელიც მხარს უჭერენ ამ კანონს, შეიძლება, მათ პირადი დავალება აქვთ, თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ მათ უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ გადახედონ თავიანთ ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ გულღიად მივიღებთ მას და შეცდომები შეიძლება გამოსწორდეს", - ამბობს მუსიკოსი "ქეთათო".
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას ზუსტად შვიდ საათზე სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.