ივანიშვილის კოშმარს ვხედავთ - ოცნება საქართველოში დასრულებულია - სოფო ჯაფარიძე
ქართული ოცნება საქართველოში დასრულებულია - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის კოშმარი"- ასე უწოდებს პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი იმ მრავალათასიან პროტესტს, რომელმაც თბილისისა და მთელი საქართველოს ქუჩები მოიცვა.
"საქართველო ერთ მუშტად შეკრულია, დღეს არის ქალების აქცია და დიახ, ქალები ვირჩევთ ევროპას და რუსულ კანონს ვეუბნებით არას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და რუსეთს ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად დავამარცხებთ და ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრს აუცილებლად გავხდით"- თქვა ჯაფარიძემ.