ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესებს ისევ ფლობს?! - სკანდალური დოკუმენტები

20.04.24 22:32
ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ბიზნესებს ისევ ფლობს?! - სკანდალური დოკუმენტები

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - ჟურნალისტ- "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია,  2024 წლის 18 აპრილის ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ფედერაციაში, მინიმუმ ერთ კომპანიას ამ დრომდე ფლობს.

მოსკოვი, კრონშტატსკის ბულვარი 7ა.  აქედან ოპერირებს კომპანია ,,აქვა სფეისი.’’  მისი მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში  რეგისტრირებული ,,ვენ ითი ოვერსიზ ლიმითედია.’’გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორქციუმის მონაცემებით, "ვენ ითი ოვერსიზ ლიმითედის" უკან, დადასტურებულად ბიძინა ივანიშვილი დგას. 

როგორ დაბრუნდა მოსკოვიდან, 90-იანებში წასული ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულით?

"შაბათის ეთერის" ხელშია 1996 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც აქამდე არავის გაუსაჯაროებია. როგორ დაბრუნდა მოსკოვიდან, 90-იანებში წასული ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულით და როგორ დააფუძნა ბანკი "ქართუ", რომელიც თურმე პირველივე დღიდან ,,რასიისკი კრედიტი ქართუს’’ სახელით შექმნილა. კომერციული ბანკის მართვაც ივანიშვილმა, საქართველოში, მის რუს პარტნიორს ჩააბარა - მოსკოვში, ფესტივალნაიას ქუჩაზე მცხოვრებ, დიმიტრი ივანეს ძე ბუხაროვს.

  • ანტონ მელნიკოვი, ალექსანდრე გლუხოვი, დიმიტრი ბუხაროვი, ლუბოვ მარკოვა და რუსეთის სხვა მოქალაქეები, რუსულ-ქართული ბანკის მმართველ ორგანოში არიან წარმოდგენილი. საწესდებო კაპიტალის ძირითადი ნაწილიც რუსულია. მილიონი დოლარიდან, 750 ათასი ანუ 75% რუსული ბანკის რუსული ფულია.

ირკვევა ისიც, რომ ოლიგაქრის 4 შვილიდან ორს რუსული პასპორტი აქვს და ისევ მის სახელზეა ისტორიული სასახლე სოკოლის უბანში. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტი ადასტურებს, რომ 71 მილიონ რუბლად შეფასებული 4 სართულიანი სახლი მოსკოვში, ამ დრომდე უტა ბიძინას ძე ივანიშვილს ეკუთვნის. სახლის მფლობელმა ქონების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ერთიან რეესტრში ბოლოს 2015 წელს განაახლა.

ივანიშივლის რუსული გზა - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი სრულად ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები