როგორ მართავს პუტინი ივანიშვილს? - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურების ყოფილ აგენტთან

21.04.24 01:56
როგორ მართავს პუტინი ივანიშვილს? - ექსკლუზიური ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურების ყოფილ აგენტთან

როგორ მარტავს პუტინი ივანიშვილს? - "შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინტერვიუ რუსული სპეცსამსახურების ყოფილ აგენტთან. 

სერგი ჟირნოვი ახლა უკვე პარიზში ცხოვრობს და პუტინის მოქმედებების ტაქტიკაზე ფრანგული სატელევიზიო არხების ხშირია სტუმარია, "შაბათის ეთრს" უყვება, რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქები, პუტინის გარემოცვას ასე მარტივად ვერ ტოვებენ. სერგი ჟირნოვი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ახლა პუტინის შიშით მოქმედებს. 

კაცი, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურებში წლები გაატარა დარწმუნებულია, რომ ახლა საქართველო პუტინი აგენტურით არის სავსე. რუსული სპეცსამსახურების სქემა კი ასე მუშაობს, პირველ პირებს თანამშრომლობის შეთანხმებას ფურცლებზე ხელს არავინ აწერინებს, რუსეთის სამსახურში ყოფნა მათ სხვადასხვა ფორმით უფასდებათ, დაბალი რანგის ჩააცმევინებს კი ვინც რუსეთს ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის შტატიან შპიონებად იყენებენ.

რუსული პრესაში შემონახული საარქივო მასალებით, ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსულ სპეცსამსახურებთან ჯერ კიდევ 37 წლის ასაკში დაიწყო. მაშინ, როცა ბიზნესმენის ძმა კრიმინალებმა გაიტაცეს.  ივანიშვილმა გამოსასყიდი არ გადაიხადა. ძმის გათავისუფლებაში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ვლადიმერ რუშაილო დაეხმარა. სანაცვლოდ 90-იანების საქმოსანმა, სპეცსამსახურების ახალი დანაყოფის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო.

რუსული პრესის არქივებიდან ირკვევა ისიც, რომ ეფ-ეს- ბემ-მდე, ბიძინა ივანიშვილმა კონტაქტის დამყარება, იქაურ კრიმინალურ სამყაროსთანაც მოახერხა.

გამოცემა საბესედნიკი წერდა, რომ მილიარდების შოვნის გზაზე, ივანიშვილი რუსულ ციხეშიც იჯდა. სტატიის მიხედვით, ის ერთ-ერთი ბიზნესგარიგების დროს დააპატიმრეს. რუსულ ციხეში დაიწყო საჩხერიდან ჩასულმა დამწყებმა ბიზნესმენმა კრიმინალებთან ურთიერთობაც.

ივანიშვილის პარტნიორის გვარი იტალიური ინტერპოლის ძებნილთა სიაშიც იძებნება. ცოლთან ერთად ის იარაღსა და ნარკოტიკს, კოსმეტიკით ვაჭრობის საფარქვეშ ყიდდა. იტალიელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ქართუს დამფუძნებელმა ნახევარ მილიარდზე მეტი გაათეთრა. დღეს ბიძინას აქტივების დიდი ნაწილი შესაძლოა მის სახელზეცაა.

ივანიშივლის რუსული გზა - მაკა ჩიხლაძის ვრცელი რეპორტაჟი ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები