საქართველოს მცველები - ნამდვილი ამბები ნამდვილ ადამიანებზე
ბიჭი საქართველოს დროშით აქციიდან - გაიცანით, სკოლის მოსწავლე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა დააკავეს, დროშა გაუთელეს და 2 დღით იზოლატორში მოათავსეს.
სანდო ჯოხაძე იზოლატორიდან, ისევ აქციაზე დაბრუნდა და ათასობით თანატლის მსგავსად რუსეთს ეუბნება არას.
"ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ"- ამბობს სანდრო "შაბათის ეთრთან".
"ბატონო პოლიციელებო, თუ გჯერათ სიყვარულის" - ამ ფრაზის ავტპრიც სანდროს თაობაა, გოგონა სპეცრაზმელს მიუახლოვდა და სიყვარულისკენ მოუწოდა.
"შაბათის ეთერმა" იპოვა და ჩაწერა 46 წლის ანი ქარქაშაძე, სამი შვილის დედა, რომელიც აქციაზე სხვის შვილებს იცავს. "ეს ვალი ჩემი შვილების წინაშე უნდა შევასრულო"- ამბობს მოქალაქე.
სპეცრაზმი რომ არბევდა, მდინარაძე რომ კობახიძესთან გადაწყვეტილების შეთანხმებლად მიდიოდა, ის მარტო იდგა პრემიერის ადმინისტრაციასთან და არცხვენდა კაცს, რომლის სახელი საქართველოში რუსული კანონის სინონიმად იქცა.
