მადლობა პრეზიდენტს - ახალგაზრდები ათონელის სასახლისკენ მიდიან

20.04.24 20:47
მადლობა პრეზიდენტს - ახალგაზრდები ათონელის სასახლისკენ მიდიან

მადლობა პრეზიდენტს და დიდი საყვედური პრემიერს - მოვლენათა ეპიცენტრი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრემიერის კანცელარია ხდება. 

ახალგაზრდები სალომე ზურაბიშვილის სასახლესთან მიდიან - ისინი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისთვის მადლობას უხდიან. 

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდების მარშს რეზიდენციასთან დაელოდება.

ახალგაზრდები კობახიძის სამსახურთანაც მიდიან, თუმცა ისინი რუსული კანონის ერთ-ერთ ინიციატორს მადლობას ნამდვილად არ ეტყვიან, აქციის მონაწილეებს მთავრობის მეთაურთან შეხვედრას და რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები