ვისი ბრძანებით სცემდნენ მომიტინგეებს?
ვისი ბრძანებით სცემდნენ მომიტინგეებს? - ამოცნობილია კაცი, რომელიც ჯალათების მეთოდებით, ხალხზე ანგარიშსწორების ბრძანებას გასცემდა.
სასტიკად ნაცემი ადამიანები, სპეცრაზმის 49 წლის შეფს ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" ადებენ.
საუბარია, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომალაურის ნდობით აღჭურვილ კაცზე, რომელის აღზევებაც სწორედ გომელაურის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო.
ცნობილია, რომ გასულ წელს, 9 მარტის ღამეს, ანტირუსული აქციის მონაწილეები მისი მეთაურობით სასტიკად დაარბიეს.
ზვიად ხარაზიშვილის სახელი ფიგურირებს 20 ივნისის გავრილოვის ღამესაც, როცა სპეცრაზმი ადამიანსბს დათვის ტყვიებით გაუსწორდენ. მაშინ ხარება სპეცდანიშნულების დანაყოფს „შავნაბადას“ ხელმძღვანელობდა, სწორედ ეს დანაყოფი იდგა წინა რიგებში, მაშინ როდესაც სპეცრაზმი მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა.
წინა ხელისუფლების დროს, "ხარებას" სახელი "მუხროპვანის ამბოხის" მონაწილეების მკვლელობის საქმეში ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მას პრემიაც მისცეს.
ის მოქმედმა ხელისუფლებამ გადმოიბარა და ახალგაზრდების სადამსჯელო ოპერაციას პირადად მას ანდობს.