რა ფულით ივსება ივანიშვილის გაუმჭვირვალე ფონდი?!
ბიძინა ივანიშვილის ბანკი კანონის დარღვევაშია მხილებული - საგადასახადო კოდექსის 32 -ე მუხლი, პუნქტი 10-ში წერია, რომ საქველმოქმედო ფონდის ფინანსების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუმცა ივანიშვილის ფონდი უკვე წლებია, კანონის ამ მოთხოვნას არ ასრულებს.
2021 წლიდან დღემდე არავინ იცის, საიდან ჩაირიცხა ფული, ბიძინა ივანიშვილის ფონდში და რაში დახარჯა.
ბიძინა ივანიშვილი მალავს არა მხოლოდ ქართუ ფონდში ჩარიცხულ თანხებს, არამედ ხარჯებსაც. 2020 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიცით, ვის რამდენი მისცა ოლიგარქმა.
იქცა თუ არა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი რუსული ფულის გამტარად?! და რატომ არღვევს კანონს ივანიშვილის დასაცავად შემოსავლების სამსახური - ვრცლად ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში