19:00 საათი, პარლამენტი - რუსული კანონის წინააღმეგ ახალგაზრდები ქუჩაში დღესაც გამოვლენ

21.04.24 10:10
19:00 საათი, პარლამენტი - რუსული კანონის წინააღმეგ ახალგაზრდები ქუჩაში დღესაც გამოვლენ

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ახალგაზრდები დღესაც გამართავენ. შეკრება პარლამენტთან 19:00 საათზეა დაანონსებული.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მსვლელობა სამთავრობო უწყებებთან დღესაც მოაწყობენ, თუმცა წინასწარ ზუსტ ლოკაციებს არ ასახელებენ. მათი თქმით, რუსული კანონის წინააღმდეგ იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის და საფრთხის შემცველ კანონს უკან არ გაიწვევს. 

მარტის პერიოდში ზუსტად იგივე სცენარი მეორდებოდა, რომ ჩვენზე, ახალგაზრდებზე ამბობდნენ, რომ ესენი არიან „ნაციონალების“ მართულები და ათასი სისულელე, რაც არის სრული აბსურდი, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდები ვართ ის თაობა, რომელსაც არ სჭირდება ვინმე პოლიტიკური მესია, რომელიც შეკრიბავს და სადმე წაიყვანს. ჩვენ გავქვს თვითორგანიზების გავითარებული უნარი და ეს ყველაფერი ჩანს. უკვე სამსახურად გვექცა, ასე ვთქვათ, ქვეყნის სადარაჯოზე დგომა და ყოველ საღამოს გამოდვივართ რუსთაველზე პარლამენტთან და ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს და ამას გავაკეთებთ იქამდე, ყოველდღიურ რეჟიმში, სანამ არ შესრულდება მოთხოვნა და კანონი არ იქნება უკან გაწვეული, - ამბობს აქციის მონაწილე.  

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდები საკუთარი ინიციატივით იკრიბებიან და რუსულ კანონს აპროტესტებენ.

მსგავსი სიახლეები