"ოცნება" ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს უკვე ღიად ამჟღავნებს" - ნავცლიშვილი ღარიბაშვილის განცახდებაზე

21.04.24 11:44
"ოცნება"  ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს უკვე ღიად ამჟღავნებს" - ნავცლიშვილი ღარიბაშვილის განცახდებაზე

"ოცნება" მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს უკვე ღიად ამჟღავნებს", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.

ოპოზიციის წევრის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მთელი ევროკავშირი გვერდით უდგას, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ცხადი ხდება, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მხოლოდ რუსეთი და "ქართული ოცნება" ამბობს. 

ვეღარ არხერხებს უკვე წინასწარ დაწერილი დეზინფორმაციებით საუბარს და დაიწყეს გამჟღავნება იმ მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი მიზნის, რის გამოც, სინამდვილეში, დააბრუნეს რუსული კანონი. დღეს თავისი პირით ამბობს ღარიბაშვილი და „ოცნება“ უარს ევროკავშირზე. ამ ტიპის განცხადება, როდესაც არათუ კარი ღია არ არის, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, როდესაც გერმანიის კანცლერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სკეპტიკოსი ქვეყნისა, ამბობს, რომ „ევროკავშირი იქნება ლისაბონიდან თბილისამდე“ და როცა მთელი ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამ დროს ვინ ამბობს ამ ყველაფერზე „არას“? - რუსეთი და მისი წარმოამდგენელი „ქართული ოცნება“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის. მძიმე განცხადება გადაყენებულმა პრემიერმა გუშინ გააკეთა და დასავლეთს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა "ოცნების" მხრიდან მარტივად მოხდება.

 

მსგავსი სიახლეები