საქართველოს მთავრობა და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან - მაიკლ გალერი

21.04.24 12:49
საქართველოს მთავრობა და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან - მაიკლ გალერი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი პლატფორმა X-ზე 20აპრილს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ქციის ფოტოს აქვეყნებს და აღნშნავს, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან. 

საქართველოს მთავრობა, "ქართული ოცნება" და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს აქვს შანსი გააერთიანოს ძალები და მომავალი არჩევნებისთვის შექმნას პროევროპული ალტერნატივა, რომელსაც დამსახურებული ნდობა ექნება, - წერს გალერი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები