ღარიბაშვილმა, თქვა ის, რაც რეალურად, „ოცნების“ პოლიტიკაა - საქართველო არ უნდა გახდეს EU-ს წევრი - ნინო კალანდაძე

21.04.24 13:28
ღარიბაშვილმა, თქვა ის, რაც რეალურად, „ოცნების“ პოლიტიკაა - საქართველო არ უნდა გახდეს EU-ს წევრი - ნინო კალანდაძე

საერთაშორისო ურთიერთობების საქმეში ექსპერტი ნინო კალანდაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ორმაგი თამაშის რესურსი აღარ აქვს. მისი თქმით, "ონცების" თავმჯდომარემ, რალურად, თქვა ის, რაც წლებია უკვე "ოცნების" მიზანს წარმოადგენს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს. კალანდაძე დარწმუნებულია, რომ ეს დაკვეთა რუსეთიდან მოდის. 

ხელისუფლებას აღარ აქვს რესურსი, რომ ორმაგი თამაში ითამაშოს. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო და მათ ამ გეოპოლიტიკურ გზაგასაყარზე ძალიან მკაცრი მითითება აქვთ, რომ ჩვენ მოლაპარაკების სტადიაზე ვერ უნდა გადავიდეთ. ღარიბაშვილმა, რეალურად, თქვა ის, რაც არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში - საქართველო არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის მათი პოლიტიკა, ეს არის დაკვეთა, ეს არის მათი ამოცანა და ეს არის ეს განაცხადიც, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს არავინ ეკითხება, ევროკავშირი გაფართოებისთვის მზად არის თუ არა. ევროკავშირმა თქვა, რომ ვარ გაფართოებისთვის მზად და 2030 წელს მივიღებ ევროკავშირშ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის უკაინა, საქართველო, მოლდოვა, - ამბობს პოლიტიკურ ფონდ „ ჭავჭავაძის ცენტრის“ დირეტორი ნინო კალანდაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის. მძიმე განცხადება გადაყენებულმა პრემიერმა გუშინ გააკეთა და დასავლეთს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა "ოცნების" მხრიდან მარტივად მოხდება. 

მსგავსი სიახლეები