4 საათი საპროტესტო აქციამდე - 19:00 საათზე ყურადღების ცენტრში ისევ პარლამენტი მოექცევა

21.04.24 15:17
4 საათი საპროტესტო აქციამდე - 19:00 საათზე ყურადღების ცენტრში ისევ პარლამენტი მოექცევა

დროის ათვლა დაწყებულია. ზუსტად 4 საათში  ყურადღების ცენტრში  პარლამენტის სასახლე მოექცევა. "არა რუსულ კანონს! კი ევროპას! - ამ მოწოდებით ქუჩაში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა გადის. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, საკანონდმებლო ორგანოსთან დღესაც ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ფერი იცვალა და ქვეყანას ევროპის ნაცვლად, რუსეთისკენ მიაქანებენ.

ხელისუფლების კონსტიტუციიდან გასვლამ განაპპირობა ის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა ბრაზი, რის გამოც ახლა პერმანენტულად ხდება ამის პროტესტი და საზოგადოება ინერციით გამოდის და აპროტესტებს იმას, რასაც ხელისუფლება ახლა სჩადის. რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, არღვევეს კონსტიტუციას და მაქსიმალურად ცდილობს, დაგვაშოროს დასავლეთს, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა რომანაძე.

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც  ევროპული მომავლის დასაცავად იბრძიან კონკრეტული ლიდერი არ სჭირდებათ, რადგან თითოეული მათგანი ლიდერია. 

მე თვითონ ვარ ჯენზის დედა, ჩემი შილიც იქ არის და ძალიან გულაჩუყებულები და ბედნიერები ვუყურებთ ამ პროცესს. მათ არ სჭირდება ვიღაც ლიდერი, თითოეული მათგანი არის ლიდერი, - ამბობს თეონა დოლენჯაშვილი.  

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდები საკუთარი ინიციატივით იკრიბებიან და რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

მსგავსი სიახლეები