"რუსული პროპაგანდა და ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟი" - ექსპერტები ღარიბაშვილის განცხადებაზე
ირაკლი ღარიბაშვილს პოლიიტიკის ექსპერტები რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება ექსრემიერის გუშინელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ღარიბაშვილის განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დაებლოკოს.
ღარიბაშვილის განცხადება არის ტიპიური რუსული პროპაგანდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე დრო, 6 წელი. ევროპის კავშირის სტანდარტებისთვის ეს არის მართლა ძალიან მოკლე დრო იმისთვის, რომ გავხდეთ უკეთესი ქვეყანა. ღარიბაშვილის განცხადებები, ისევე, როგორც „ოცნების“ სხვა წევრების განცხადებები, ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საქართველოს დაუბლოკონ გზა ევროპის კავშირისკენ, - ამბობს „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გია ჯაფარიძე.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირშ გასაწევრიანებლად მზად არ აროს, ამაში მხოლოდ "ქართული ოცნების" ბრალეულობაა.
თუ საქართველო დღეს არ არის მზად, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, რომელსაც არ სურს ქვეყანაში ემოკრატიული ინსტიტუტების გავითარება, - ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.