"აჟიტირებულები და მოტყუებულები" - მათიკაშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე

21.04.24 17:11
"აჟიტირებულები და მოტყუებულები" - მათიკაშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი რუსული კანონის მოწინააღმეგე ახალგაზრდებს "აჟიტირებულებს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილები. მმართელი გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ამ პროცესების უკან ოპოზიციური პარტიები დგანან, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ.

მათიკაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებთან საუბარს ცდილობს, თუმცა პროტესტის მონაწილეები ამაზე არ მოდიან.  

დეზინფორმაციის შედეგად მოხდა გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების აჟიტირება, მოტყუება, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს გულწრფელობა ახალგაზრების გარკვეულ ჯგუფებშ შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. არის მუდმივად ჩვენი მხრიდან მცდელობა საზოგადოება, ვისაც კი აინტერესებს რამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მსჯელობაში, არგუმენტირებულ დისკუსიაში შემოვყვანოთ. სამწუხაროდ, ასეთი რამ არ ხდება. ხდება აჟიტირებული, დეინფორმაციას აყოლილი და გარკვეული ძალების მიერ, რა თქმა უნდა,  მართული პროცესების შიგნით იმ სცენარის დახატვა, რაც არის ტყუილი, - ამბობს მათიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები