ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება - "ოცნებას" ექსპრემიერის გამართლება უჭირს
"ქართულ ოცნებას" გადაყენებული პრემიერს განცხადებების გამართლება უჭირს. მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი ვერ პასუხობს კითხვას, თესავს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება საზოგადოებაში ნიჰილიზმს. საქმე ეხება ექსპრემეირის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად მზად არ არის.
"მოუსმინეთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს", - ამბობს დავით მათიკაშვილი.
ეს არის საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი, სადაც ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება ჩაწერა, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა მხარი, ქვეყნი ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. თქვენ თუ გაქვთ პარტიის თავმჯდომარესთან რაიმე კითხვები, შეგიძლიათ ჰკითხოთ,, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 20230-ითვის საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. მოუსმინეთ პრემიერ-მინისტრს, - ამბობს მათიკაშვილი.