ღარიბაშვილმა რუსეთის გზავნილები გაახმოვანა - ლევან სამუშია

21.04.24 17:41
ღარიბაშვილმა რუსეთის გზავნილები გაახმოვანა - ლევან სამუშია

ირაკლი ღრაიბაშილმა რუსეთის გზავნილი გაახმოავან, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ლევან სამუშია ექსპრემიერის სკანდალურ განცახდებას. ოპოზიციის წვერის თქმით, სინამდვილეში ევროკავშირი საქართველოს ალისანსში მისაღებად მზადაა და ამისთვის ქართველებიც ყელაფერს აკეთებენ. 

ღარიბაშვილმა გაახმოვანა რუსეთის გზავნილები, რუსეთის ოცნება არაც არის და რუსეთის სურვილი. პირიქით, ევროკავშირი არის მზად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და სქართველოს მოქალაქეები მზად არინა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამბობს ლევან სამუშია.

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხოდ ამტკიცებს, რომ ქვეყანა ევროპული ალიანსის წევრობისთვის მზად არ არის. მძიმე განცხადება გადაყენებულმა პრემიერმა გუშინ გააკეთა და დასავლეთს გარკვეულწილად ულტიმატუმი წაუყენა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირი მის წევრ ქვეყანად აღიარებს, მაშინ რუსული კანონის გაუქმება თუ გადახედვა "ოცნების" მხრიდან მარტივად მოხდება.  

მსგავსი სიახლეები