ერთი კაცის ფულის დასაცავად მიღებული კანონი - რა საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის?
ერთი კაცის ფულის დასაცავად მიღებული კანონი და საფრთხე, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანას უქმნის - სამ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული კანონი კრიტიკას ვერ უძლებს. საგადასახადო კოდექსში "ქართულმა ოცნებამ" ცვლილებები იმგვარად შეიტანა, რომ სრულად ივანიშვილის ინტერესებს მოარგეს. გაჩნდა რისკიც, რომ საქართველო რუსი ოლიგარქების ქონების სამრეცხაოდ გადაიქცევა.
რატომ არის კანონი სადავო და ერთ ადამიანზე მორგებული? თუ რიგითი მოქალაქეები უცხოეთიდან 300 ლარამდე ამანათს გამოიწერენ, სახელწიფოს 18 პროცენტი უნდა გადაუხადონ, თუმცა თუ მდიდარი ოლიგარქი გადაწყვეტს, ოფშორებში გატანილი ქონება საქართველოში შემოიტანოს, ეს ნული თეთრი დაუჯდება.
ხელისუფლების მოქმედებებმა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ბანანების რესპუბლიკა მოაგონა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.