ღარიბაშვილს "ოცნების" გეგმა წამოსცდა - მმართველი პარტია უხერულობაშია

21.04.24 20:11
ღარიბაშვილს "ოცნების" გეგმა წამოსცდა - მმართველი პარტია უხერულობაშია

ღარიბაშვილის ერთმა წამოცდენამ "ქართული ოცნება" დიდ უხერხულობაში ჩააყენა.  გადაყენებული პრემიერის სიტყვების ახსნა ხელისუფლებას დღეს ისე უჭირს, როგორც არასდროს. მთავრობის ყოფილი მეთაური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ზეიმობდა, დღეს საზოგადოებაში უიმედობას თესავს და ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის. ღარიბაშვილმა ევროკაშირს ფაქტობრივად რუსული კანონით ვაჭრობა დაუწყო. 

რატომ გადაწყვიტა ივანიშვილის პარტიამ ევროპასთაან ხელოვნური ბარიერების აღმართვა მაინც და მაინც ახლა, როცა კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ? პასუხი სწორედ რუსულ კანონში იმალება. ღარიბაშვილის კიდევ ერთი წამოცდენით გაიშიფრა"ქართული ოცნების" მიზნებიც: რუსული კანონის  მიღების შემთხვევაში, როცა მოუნდებათ და როგორც მოუნდებათ კანონს ისე შეცვლიან, ფაქტობრივად, ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა. 

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები