"როდესაც ოპოზიციას რეალური პრობლემა ელევა, მიადგებიან ხოლმე ივანიშვილს" - მაჭარაშვილი ოლიგარქს იცავს

22.04.24 11:51
"როდესაც ოპოზიციას რეალური პრობლემა ელევა, მიადგებიან ხოლმე ივანიშვილს" - მაჭარაშვილი ოლიგარქს იცავს

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ივანიშვილზე მორგებული არ არის და ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს.  

"ოცნების" დანაყოფის წევრი ამბობს, რომ ოპონენტები კანონში ვერ გაეკვნენ და მათ "უინტელექტოებად" მოიხსენიებს. მაჭარაშვილის თქმით, "როდესაც ოპოზიციას რეალური საქმე ელევა, მაშინვე ივანიშვილს მიადგება ხოლმე".

ამითაც დგინდება, რომ ოპოზიციას არაეროვნულობასთან ერთად, უინტელექტობაც ახასიათებს. ჯერ ერთი, ვერ გაიგო რა კანონზეა საუბარი. როგორც ბინ ლადენს არ დაეჯერებოდა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მე ვებრძვი ტერორიზმსო, ისე არ დაეჯერება ოპოზიციას ახლა ამ შავ ფულთან დაკავშირებით, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებდა შავ ხვრელებს. შავ სიზმრებად გადაექცათ, როცა მერე ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ საქართველო არ არიდებს თავს სანქციებს და ის სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს. როდესაც გამოელევათ რეალური პრობლემა, მერე მიადგებიან ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც 3 მლრდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, სხვაგან ნაშოვნი ფული საქართველოში, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

პანამის სასამართლომ ეგრედწოდებული "პანამა ფეიფერსის" საქმის განხილვა დაიწყო. პანამის სასამართლო "ფონსეკა და მოსაკის" და ამ კომპანიის 27 თანამშრომელს ფულის გათეთრებას ედავება. 

"ფონსეკა და მოსაკი"  წლების წინ ოლიგარქის ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიას იურიდიულ მომსახურებას უწევდნენ. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ივანიშვილმა საფრთხე იგრძნო, რადგან თუ მოსამართლე ეჭვმიტანილისების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შესაძლოა, გამოძიება კიდევ გაგრძელდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ოლიგაქრმა თავი გადაიზღვია და ოფშორებში არსებულ ქონებას საქართველოსკენ დაჩქარებულ ვადებში წამოიღებს.

 

მსგავსი სიახლეები