დეპუტატებმა, შესაძლოა, ლობისტური საქმიანობიდან შემოსავალი მიიღონ - "გირჩის" კანონპროექტი

22.04.24 12:13
დეპუტატებმა, შესაძლოა, ლობისტური საქმიანობიდან შემოსავალი მიიღონ - "გირჩის" კანონპროექტი

პარტია "გირჩი" ლობისტური საქმიანობის დაკანონებას ითხოვს - კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებსა და პირებს უფლება უნდა ჰქონდეთ ლობისტური საქმიანობიდან შემოსავალი მიიღონ. არადა დღეს არსებული კანონით ეს უკანასკნელი იკრძალება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გუნდში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

იმის დაკანონების მცდელობაა, რომ პოლიტიკოსები სოციალურად დაუცველები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს ხალხი, ჩემი კოლეგები, 55 მილიარდ ეკონომიკას და თითქმის 30 მილიარდიან ბიუჯეტს აკონტროლებენ და ხელფასი აქვთ 3500 ლარი, მე ან უნდა დავიჯერო, რომ ანგელოზები არიან ჩემი კოლეგები და პოლიტიკოსებს წმინდანობის კრიტერიუმით ვეძებთ ან უნდა ჩავთვალო ის, რომ სხვა შავი შემოსავალი აქვთ ოცნების მხრიდან, მე მეორეს უფრო მჯერა, შესაბამისად, მინდა ამის გამოსწორება და ნაცვლად იმისა, რომ ბიძინას ჯიბიდან ფინანსდებდნენ ჩუმად თუნდაც ქარტული ოცნების პოლიტიკისები და კეზერაშვილის ფულით ოპოზიციის პოლიტიკოსები, ამას მირჩევია პოლიტიკოსის ხელფასი იყოს ადამიანური," - ამბობს იაგო ხვიჩია.

 

ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის "გირჩის" ინიცირებული კანონპროექტი სადავოა და დიდ რისკებს შეიცავს. პოლიტიკოსებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ის, რაც დღეს კორუფციად ითვლება - მალე კანონიერი გახდება. სადავო კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.

პრაქტიკა არის ასეთი, ლობიზმის კანონი არსებობს და ადამიანები ამაში ფულს აკეთებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, რომელიც ხალხის წარმომადგენელი უნდა იყოს, წარმომადგენლობითი საქმიანობა არ უნდა გადააკეთოს ბიზნესად, იმიტომ რომ დაავიწყდებათ ხალხი და გადავლენ, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ მეტს გადაუხდის, მე არ მინდა, რომ ვინმეს დაქირავებული ვიყო, მე ვარ ჩემი ხალხის დაქირავებუილი და მეამაყება ჩემი სტატუსი,' - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები