"ოცნება" 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებს ისევ ძალით ჩამოიყვანს - გიორგი ბოტკოველი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველიდ დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებს ისევ ძალით ჩამოიყვანს. ოპოზიციის წევრის თქმით, "ოცნებას" მსგავსი აქციები არაერთხელ გაუმართავს, როდესაც თბილისში რეგიონებიდან მოქალაქეები ზეწოლით ჩამოუყვანია.
ამასთან, ბოტკოველი ამბობს, რომ ქვეყნის მაცხოვრებლების უმეტესობას კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან ის ქვეყანას ევროკავშირს დააშორებს.
ჩვენ გვინახავს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქციები, სადაც ძირითადად საჯარო მოხელეები ძალით მოჰყავთ და მე დარწმუნებული ვარ თუ რას ფიქრობს თითოეული საჯარო მოხელე, რა სულისკვეთებით წამოიყვანენ მას აქ და დააყენებ აქციაზე, ჩვენ განცხადებებიც ვნახეთ ბევრი საჯარო მოხელეს. მთავარი არის ერთი რამ, რომ ამ ქვეყნის მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს რუსული კანონის მიღება. რუსული კანონის მიღება ნიშნავს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროკავშირიდან, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მხარდაჭერების თხოვნით მიიღეს.
"ოცნების" მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა.