კულტურის მინისტრი ანიტა რაჭველიშვილზე დამცინავ სტატუსს აქვეყნებს
კულტურის მინისტრი ანიტა რაჭველიშვილზე დამცინავ სტატუსს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი მომღერლის შესახებ ვიდეოს აზიარებს. სავარაუდოდ, მინისტრი გააღიზიანა მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს მიერ რუუსლი კანონის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებამ.
ეს მოსკოვში უმღერა. სრულიად გამჭვირვალედ, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა და სანამ დაკარგავდა (დალოცვილ) ხმას!" - წერს წულუკიანი.
ანიტა რაჭველიშვილი რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან მეგობარი ქვეყნის ელჩები, ევროკავშირის ელჩი და ქართველი ხალხი:
"მთავრობა ემორჩილება ივანიშვილს, ივანიშვილი – პუტინს" - ანიტა რაჭველიშვილი "რუსულ კანონზე"