"ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს - აქტივისტი ივანიშვილის გუნდის კონტრაქციაზე
"ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს, - ასე აფასებენ ახალგაზრდები მმართელი პარტიის მიერ დაანონსებულ კონტრაქციას. აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ამბობს, რომ ახალგაზრდობა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი და მხარდამჭერი არ არის და აქციაზე მხოლოდ მმართელი პარტიის ახალგაზრდულები გავლენ.
ამასთან, აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების უფლებას არ მისცემენ.
ერთადერთი ამბავია, „ქართულ ოცნებას“ რისთვის სჭირდება კონტრაქციის დაანონსება. „ქართული ოცნება“ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მას უნდა, რომ ახალგაზრდები დაყოს ორ ნაწილად. „ოცნებას“ უნდა იმის დემონსტრირება, რომ ჩვენც გვყავს ახალგაზრდებიო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი რომ ახალგაზრდული ნაწილი და სეგმენტი საერთოდ არ არის, ამას ყველა კვლევა გვეუბნება. „ქართულ ოცნებას“ ახალგაზრდები ხმას არ აძლევენ. გამოვლენ მხოლოდ მათი ახალგაზრდულები და გამოვლენ უნივერსიტეტების თვითმმართველობები. დეგენერატია ირაკლი კობახიძე. ერთხელ ვერ გაგვიტანა ეს კანონი და ახლა მეორედ შემოაგდო, რომ ღარიბაშვილმა ვერ გაგიტანათ, მე გაგიტანთო. ვერ გაგვიტანს, გამორიცხულია!, - ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.
"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მხარდაჭერების თხოვნით მიიღეს.
"ოცნების" მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა.