შვილების თაობასთან ომი არასდროს არავის მოუგია - აქტივისტი

22.04.24 13:29
შვილების თაობასთან ომი არასდროს არავის მოუგია - აქტივისტი

 შვილების თაობასთან ომი არასდროს არავის მოუგია, - ასე ეხმიანებიან აქტივისტები "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას. ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევა მაინც მოუწევს.

შეკრული ერის წინაშე ყველა უძლურია და რაც მთავარია, შვილების თაობასთან ომი არასდროს არავის მოუგია. „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად მოუწევს ამ კანონის უკან გაწვევა როგორც შარშან. ახალგაზრდები, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, ყველანი ერთად შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა ვაქციოთ უკეთესად, - ამბობს აქტივისტი. 

"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მხარდაჭერების თხოვნით მიიღეს.

"ოცნების" მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა. 

 

მსგავსი სიახლეები