თუკი აღქმა იქნება, რომ საქართველო სანქცირებული ოლიგარქების სეიფი იქნება, ეს უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის - ჭიაბერაშვილი
"თუკი აღქმა იქნება ისეთი, რომ საქართველო იქნება სანქცირებული ოლიგარქების სეიფი, მაშინ ბუნებრივია, დიდი ცვლილება მოხდება საბანკო საფინანსო სექტორში" - ამ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს.
როგორც ჭიაბერაშვილი ამბობს, ე.წ. ოფშორების კანონი ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებისთვის სახიფათო იქნება.
ისედაც ეჭვის თვალით უყურებს მსოფლიო საქართველოს - ხომ არ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციების თავის არიდებაში, თუკი აღქმა იქნება ისეთი, რომ საქართველო იქნება სანქცირებული ოლიგარქების სეიფი, მაშინ ბუნებრივია, დიდი ცვლილება მოხდება საბანკო საფინანსო სექტორში, ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საფინანსო-ეკონომიკური კუთხიით,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
დადასტურებულია, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.